YOU ARE ALIVE WHEN YOU FEEL THE BEAT

მეგობრებო! უკვე GEM Fest-ის მეორე წელია და ძალიან გვიხარია, რომ 2016 წლის ზაფხულის დღეებს ჩვენ, ისევ ერთად გავატარებთ. ამ წელსაც აუცილებლად იქნება საუკეთესო ამინდი, კიდევ უფრო მეტი ფესტივალის სტუმარი და რა თქმა უნდა, მუსიკა, რომელიც დაგვბურძგლავს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ GEM Fest გპირდებათ იმას, რაც შესაძლოა, ბევრ ჩვენგანს ძალიან აკლია - დაკარგოს ყველაფერი და იპოვნოს ყველაზე მნიშვნელოვანი - საკუთარი თავი… ფესტივალის ადგილი უცვლელია, ყველაფერი ისევ ანაკლიის ულამაზეს სანაპიროზე მოხდება. სწორედ აქედან, საზღვრიდან, რომელიც ჩვენთვის არ არსებობს… ჩვენ გადავცემთ ემოციებს ყველას, ვისაც შეუძლია მოისმინოს, დაინახოს და იგრძნოს… რადგან… შენ ცოცხალი ხარ, როცა შენ გრძნობ..