ანაკლია არის საქართველოს კიდევ ერთი დამალული განძი, რომელიც გვსურს მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ. ეს ნამდვილი ბუნებრივი მარგალიტია, სამეგრელოს რეგიონში ჩაკარგული, ქ. ზუგდიდიდან 30კ მ-ის დაშორებით, იქ სადაც მძლავრი მდინარე ენგური შავ ზღვას ერთვის. ეს უნიკალური კლიმატური კურორტი განთქმულია რბილი, სუბტროპიკული ჰავითა და არაჩვეულებრივად ლამაზი მზის ჩასვლით. ასევე თანამედროვე სკულპტურითა და არქიტექტურით, რომელიც შექმნა ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა და არქიტექტორმა მიკელე დე ლუჩიმ. მის მიერ ამ ადგილების პირველქმნილ სილამაზეში თანამედროვე ავანგარდული ობიექტების ვირტუოზული ინტეგრირება წარმოადგენს GEM Fest-ის კონცეფციის იდეალურ ილუსტრაციას: თვითნაბადი მთის ქანის სილამაზე და ღირებულება გამოვლინდება მხოლოდ ხელმარჯვე ოსტატის მიერ მისი დამუშავებისა და დახვეწის პროცესში.
GEM Fest-ი ჩატარდება შავი ზღვის სანაპიროზე სუბტროპიკული პეიზაჟის, კონცეპტუალური არქიტექტურისა და არტ-ობიექტების ფონზე. 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით 18 ჰა ტერიტორიაზე 24/7 რეჟიმში იმუშავებს რამდენიმე სცენა (ერთ-ერთი აკვა პარკში), აგრეთვე კინოთეატრი ღია ცის ქვეშ.